საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ თუ სახლის (ოჯახის ექიმის სამსახური) პირობებში. იგი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმებით, რომელთაგან ბევრს საზღვარგარეთ აქვს მიღებული განათლება.
კლინიკაში ფუნქციონირებს კათეტერიზაციის და ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც წარმატებით კეთდება ინვაზიური (მცირედ სისხლიანი) ჩარევები გულზე: ანგიოგრაფია, ანგიოპლასტიკა, მუდმივი კარდიოსტიმულატორების იმპლანტაცია, სხვადასხვა ტიპის არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია. პირველად საქართველოში აქ დაინერგა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.
მიმართეთ კარდიოლოგიურ კლინიკა “გულს”, თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, დიაგნოსტიკური სერვისისა და მკურნალობის მისაღებად.