
უმცროსი ექიმებისა და სპეციალობის მაძიებლების საყურადღებოდ!
კარდიოლოგიური კლინიკა "გული" 2015 წლის 25 დეკემბრიდან აცხადებს რეგისტრაციას 4 წლიანი სარეზიდენტო პროგრამის - „კარდიოლოგია“ შემადგენელ კლინიკურ მოდულებზე.
რეგისტრაციაში მონაწილეობისათვის საექიმო სპეციალობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- 
განცხადება (იხ. დანართი); 
- 
საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ასლი); 
- 
უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და დიპლომის ასლი); 
- 
ავტობიოგრაფია (CV); 
- 
პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (მოწმობა და მოწმობის ასლი); 
- 
1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4; 
- 
ექიმ-სპეციალისტებისთვის – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (სერთიფიკატი და ასლი). 
დამატებითი ინფორამაციისთვის მიმართეთ კარდიოლოგიურ კლინიკა „გულს“ მისამართზე: თბილისი, წინანდლის ქ.9 ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ტელ.: 593 39-32-40
